loader

მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლის და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობა აღიარა - საზარელი შემთხვევა კოლორადოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა ფეხმძიმე ცოლის და მცირეწლოვანი შვილების მკვლელობა აღიარა - საზარელი შემთხვევა კოლორადოში

კოლორადოში სასამართლო პროცესზე კრისტოფერ უოტსმა ფეხმძიმე მეუღლის და 2 მცირეწლოვანი ქალიშვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. აღიარებითი ჩვენების გამო უოტს სიკვდილით დასჯა არ ემუქრება.

საზარელი ინციდენტი აგვისტოში მოხდა. მეუღლესთან ჩხუბის გამო განრისხებულმა უოტმა ჯერ 34 წლის ცოლი, შემდეგ კი 3 და 4 წლის ქალიშვილები გაგუდა, მათი ცხედრები კი ახლომდებარე ნავთობის ჭაში გადამალა. კოლორადოს შტატის კანონმდებლობის მიხედვით, უოტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, შეწყალების უფლების გარეშე.