loader

კადრები კალიფორნიიდან, სადაც შტატის ყველაზე მასშტაბური ხანძარია - დაღუპულია 23 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კალიფორნიიდან, სადაც შტატის ყველაზე მასშტაბური ხანძარია - დაღუპულია 23 ადამიანი

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 11 დაღუპულზე.

ტყის ხანძარი Camp ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 42 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ - "შავი ახალი წელი", დამწვარი 589 ჰექტარი... - ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ხანძრები