loader

ეს ვიდეო გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით იმ კოშმარზე, რომელიც კალიფორნიაში ხდება: ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ვიდეო გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით იმ კოშმარზე, რომელიც კალიფორნიაში ხდება: ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 31 დაღუპულზე.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში, კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.