საქართველოს მოქალაქე საკუთარ საწარმოში ასობით ადამიანს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა - უკრაინის პოლიციის გავრცელებული კადრები
14:04 / 13-11-2018
მათი ცნობით, ჯგუფის წევრებს შორის არიან საქართველოს მოქალაქე და უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელთაც ოდესის ოლქში სოფლის მეურნეობის საწარმო შექმნეს, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, სერგეი კნიაზევის განცხადებით, სამსახურში ძირითადად სოციალურად დაუცველი ხალხის აყვანა ხდებოდა. მათ სტაბილურ ხელფასს, საცხოვრებელსა და კვებას ჰპირდებოდნენ.
ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს იარაღი, ავტომობილები და ერთი მილიონი გრივნა.