loader

გადამწვარი "სამოთხე" - როგორია განადგურებული ამერიკული ქალაქი ფერედაისი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადამწვარი "სამოთხე" - როგორია განადგურებული ამერიკული ქალაქი ფერედაისი

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, ხოლო 630 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 52 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში, კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 ათასამდე ადამიანია ჩართული.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.


ასევე დაგაინტერესებთ: კალიფორნიაში ხანძარმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია - ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები 

"იესო, მიყვარხარ, გთხოვ, გვიშველე!.." - ხანძარს გადარჩენილი დედა-შვილის სასოწარკვეთილი რეაქცია

კადრები კალიფორნიიდან, სადაც შტატის ყველაზე მასშტაბური ხანძარია - დაღუპულია 23 ადამიანი