loader

კადრები კალიფორნიიდან, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, ათასამდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კალიფორნიიდან, სადაც ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა, ათასამდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ათასამდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული NBC News ავრცელებს.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 59 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 8 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 ათასამდე ადამიანია ჩართული.

აქამდე ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის შტატში 2017 წელს დაფიქსირდა. მაშინ ხანძრის შედეგად 5,5 ათასი ნაგებობა განადგურდა, ხოლო ხანძრის გავრცელების ფართობი 15 ათას ჰექტარს შეადგენდა.