loader

როგორ გამოიყურება პარიზის მთავარი მოედანი ამ წუთებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება პარიზის მთავარი მოედანი ამ წუთებში

პარიზში, სადაც დილიდან საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია. როგორც პარიზის პოლიციაში იუწყებიან, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 35 ადამიანია დაკავებული. შეტაკებები ძირითადად პარიზის ცენტრში შანზ-ელიზეზე მოხდა, სადაც ახლაც იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გეგმავენ წასვლას, თუმცა სამთავრობო უწყებებისკენ მიმავალი ქუჩები სამართალდამცველებს აქვთ ბლოკირებული.

საფრანგეთის შს სამინისტროში აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციებზე პარიზის მასშტაბით დღეს 8 000 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები შანზ-ელიზეზე იმპროვიზირებულ ბარიკადებს აგებენ.



ასევე დაგაინტერესებთ: მამაკაცი წყლის ჭავლის წინააღმდეგ: როგორ აპროტესტებენ საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდას

პირდაპირი ეთერი პარიზიდან, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კადრები პარიზიდან, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა