loader

შეტაკებები ქერჩის სრუტეში: კიევში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეტაკებები ქერჩის სრუტეში: კიევში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნის საპროტესტოდ კიევში, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც რუსეთის საზღვაო ძალების აგრესიული ქმედებები გააპროტესტეს. დემონსტრანტებს საელჩოსთან საბურავების დაწვაც სურდათ, თუმცა პოლიციამ ამის უფლება მათ არ მისცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩოს მახლობლად მოგვიანებით ცეცხლი გაუჩნდა საელჩოს ერთ-ერთ მანქანას. ადგილზე საელჩოსთან რამდენიმე ასეული უკრაინელი ამ დრომდე რჩება.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას, რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.



ასევე დაგაინტერესებთ: რუსეთმა უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა