სერგეი ლავროვი: "რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს"
16:06 / 26-11-2018
"ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია არ გვადარდებს. რა თქმა უნდა, სანქციები ცუდია, თუმცა, როდესაც იმ ინციდენტების გამო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მხარე, რომლის სუვერენიტეტი დარღვეული იყო, შესაძლოა ახალი სანქციების ობიექტად განიხილებოდეს, ამგვარი პოლიტიკის კომენტირება გვიჭირს. ეს ერთმნიშვნელოვნად პროვოკაცია იყო.
საერთაშორისო სამართლის ძირითადი დებულებები იყო დარღვეული" - განაცხადა ლავროვმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. პროვოკაცია უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანებით მოხდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე რუსეთის მხარემ პირველი კომენტარი გააკეთა
მოკლედ: გაიგეთ, რა ხდება რუსეთ-უკრაინას შორის