სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
16:43 / 26-11-2018
თურქეთის სამხედრო ვერტმფრენი სტამბოლში საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა. ამის შესახებ Hurriyet-ი წერს. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ოთხი სამხედრო და ერთი დაშავდა.
წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.