loader

უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის - პუტინი ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის - პუტინი ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინის მხრიდან პროვოკაცია იყო. "რუსეთის პრეზიდენტმა 25 ნოემბერს აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში მომხდარი სახიფათო ინციდენტი განიხილა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინული მხარის ქმედებები პროვოკაციად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება პასუხისმგებელია კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაციის შექმნისთვის" - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.