X
"მის მოს­კოვ­მა" ის­ლა­მი მი­ი­ღო და მა­ლა­იზი­ის მე­ფეს ცო­ლად გაჰ­ყვა
19:19 / 27-11-2018
ყო­ფილ­მა „მის მოს­კოვ­მა“ ის­ლა­მი მი­ი­ღო და მა­ლა­იზი­ის მე­ფეს, მუ­ჰა­მედ მე­ხუ­თეს გაჰ­ყვა ცო­ლად, ინ­ფორ­მა­ცი­ას The Sun ავ­რცე­ლებს.

25 წლის ოქ­სა­ნა ვო­ე­ვო­დი­ნამ 24 წლის უფ­როსს მო­ნარ­ქზე იქორ­წი­ნა. მუ­ჰა­მედ­მა ტახ­ტი 2016 წელს და­ი­კა­ვა.

მდიდ­რუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა. მო­ნარ­ქს მა­ლა­ი­ზი­უ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი, მო­დელს კი - თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა. სუფ­რა­ზე ალ­კოჰო­ლი არ ყო­ფი­ლა.

ყო­ფი­ლი „მის მოს­კო­ვი“ ფიქ­რობს, რომ კაცი „ოჯა­ხის თავი უნდა იყოს და ქალ­ზე ნაკ­ლებს არ უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დეს“.

სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის გარ­და ოქ­სა­ნა­ზე თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა არ იცი­ან, სად გა­იც­ნო წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი, ან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი მა­ნამ­დე თუ ყო­ფი­ლა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

„მის მოს­კო­ვის“ ტი­ტუ­ლი ვო­ე­ვო­დი­ნამ 2015 წელს მო­ი­პო­ვა, 22 წლის ასაკ­ში. მისი მამა, ან­დრეი გორ­ბა­ტენ­კო ქი­რურ­გი - ორ­თო­პე­დია დო­ნის როს­ტო­ვი­დან.

ოქ­სა­ნა იხ­სე­ნებს, რომ კლას­ში ყვე­ლა­ზე გამ­ხდა­რი და მა­ღა­ლი იყო, რა­საც ყო­ველ­თვის გა­ნიც­დი­და.

„ეს რომ ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე იყო, მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გა­ვი­აზ­რე. ბი­ჭე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ვე­ქე­ცი და მივ­ხვდი, რომ მე უფრო ხში­რად მი­ყუ­რებ­დნენ, ვიდ­რე მსუ­ქან და და­ბალ გო­გო­ნებს,“ - გა­ნა­ცხა­და ოქ­სა­ნამ ძველ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მომენტი, როცა ლადო ბედუკაძეს ინტერვიუს დროს სანთებელა ესროლეს
რა დაგვიჯდა ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ზურაბიშვილის არჩევიდან დღემდე - "უპატრონო სასახლის" კოლოსალური ხარჯები
ჩინური ენის სწავლება სკოლებში მე-5 კლასიდან დაიწყება
როგორ გამოიყურება ახალი ჰუავეი Mate X, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ, იხილა დღის სინათლე