loader

მოსკოვის პოზიცია თბილისთან მიმართებაში არ შეიცვლება - რას აცხადებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მარია ზახაროვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის პოზიცია თბილისთან მიმართებაში არ შეიცვლება - რას აცხადებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მარია ზახაროვა

როგორიც უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მოსკოვის პოზიცია თბილისთან მიმართებაში არ შეიცვლება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ჩვენი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში კარგად ცნობილია. რუსეთი არ იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა იყო. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენი ქვეყნების ხალხი იტანჯება", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისთან კონტაქტები გრძელდება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის კულტურული დიალოგი, ეკონომიკა და ჰუმანიტარული კავშირები, თუმცა "ეს პროცესი გართულებულია ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო".