loader

65 დაშავებული, დამწვარი ავტომობილები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი - როგორ ებრძვიან ფრანგები საწვავზე ფასების ზრდას (შთამბეჭდავი კადრები) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

65 დაშავებული, დამწვარი ავტომობილები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი - როგორ ებრძვიან ფრანგები საწვავზე ფასების ზრდას (შთამბეჭდავი კადრები)

პარიზში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის შეტაკების შედეგად 65 ადამიანი დაშავდა, აქედან 11 პოლიციელია. საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო "ყვითელი ჟილეტების" აქცია დღეს დილით დაიწყო.

სამართალდამცველებს ბლოკირებული ჰქონდათ ქალაქის ცენტრალური ნაწილის ქუჩები.

პოლიციის კორდონების გარღვევის მცდელობისას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ბოლო ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში თავი მოიყარა 5 ათასმა მანიფესტანტმა. ფრანგული მედია ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც მანიფასტანტების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა ავტომობილებს.

საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 158 ადამიანი.


ასევე დაგაინტერესებთ: პარიზში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა - პროტესტის მესამე კვირა

კადრები პარიზიდან, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა