X
საფრანგეთში 75 ბენზინგასამართი სადგური საწვავის გარეშე რჩება
11:11 / 04-12-2018
საფრანგეთში 75 ბენზინგასამართი სადგური საწვავის გარეშე რჩება. ამის მიზეზი "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის წევრების მიერ 11 მთავარი საწვავის დეპოს ბლოკირებაა. როგორც ნავთობკომპანია "ტოტალის" წარმომადგენელი აცხადებს, თუ პროტესტი არ შეწყდება მალე, მაშინ კიდევ უფრო მეტ ბენზინგასამართ სადგურს ამოეწურება საწვავის მარაგი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბრეტანის რეგიონში ადგილობრივი მთავრობა საწვავის ყიდვაზე ლიმიტის დაწესების საკითხსაც განიხილავს, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

საფრანგეთში უკვე ორი კვირაა საწვავზე გადასახადის მატებას აპროტესტებენ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადასახადის ზრდა გარემოს დაცვის და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის მიზნით მიიღო.


ასევე დაგაინტერესებთ: მამაკაცი წყლის ჭავლის წინააღმდეგ: როგორ აპროტესტებენ საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდას


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?