loader

საფრანგეთის პრემიერი საწვავზე გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის პრემიერი საწვავზე გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს

"ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი საწვავზე გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" საფრანგეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს.

არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, საფრანგეთში 17 ნოემბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომლის ფარგლებში მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" წევრები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. გასულ შაბათს, პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. შედეგად, 133 ადამიანი დაშავდა, აქედან 23 პოლიციელია. დაკავებულია 412 ადამიანი.



ასევე დაგაინტერესებთ: პარიზში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა - პროტესტის მესამე კვირა