loader

ამერიკელმა სენატორმა საუდის არაბეთის პრინცს "შეშლილი" და "საშიში" უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა სენატორმა საუდის არაბეთის პრინცს "შეშლილი" და "საშიში" უწოდა

წამყვანმა ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ CIA-ს ბრიფინგის შემდეგ უფრო მეტად დარწმუნდნენ იმაში, რომ საუდის არაბეთის პრინცმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოღის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო. სენატორ ლინდსი გრაჰამის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მუჰამედ ბინ სალმანი ხაშოღის მკვლელობის თანამონაწილეა. სამხრეთკაროლინელმა რესპუბლიკელმა სენატორმა საუდის არაბეთის პრინცს „შეშლილი“ და "საშიში" უწოდა.

ჯამალ ხაშოღი "ვოშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი იყო. იგი ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთმა მის მკვლელობაში 11 პირს დასდო ბრალი, თავად პრინცის მონაწილეობა კი კატეგორიულად უარყვეს.