loader

ემოციური კადრები: ყოფილი სენატორი, 95 წლის ბობ დოული ეტლიდან ჯორჯ ბუშ-უფროსისთვის უკანასკნელი სამხედრო სალმის მისაცემად წამოაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები: ყოფილი სენატორი, 95 წლის ბობ დოული ეტლიდან ჯორჯ ბუშ-უფროსისთვის უკანასკნელი სამხედრო სალმის მისაცემად წამოაყენეს

ყოფილმა სენატორმა, 95 წლის ბობ დოულმა, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ-უფროსს უკანასკნელი სამხედრო სალამი მისცა. დოული სამხედრო სალმის მისაცემად ეტლიდან სხვების დახმარებით წამოდგა.

1980 წელს დოული "რესპუბლიკური პარტიიდან" პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მიუხედავად წარმატებული კამპანიისა, 76 წლის დოული რეიგანსა და ჯორჯ ბუშ-უფროსს ჩამორჩებოდა, რის გამოც, მოგვიანებით, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში 1989-93 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი იყო "რესპუბლიკური პარტიიდან". 

აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილში მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ჯორჯ ბუში-უმცროსი აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი იყო, ხოლო მისი კიდევ ერთი შვილი ჯებ ბუში წლების განმავლობაში ფლორიდის შტატის გუბერნატორი გახლდათ.