loader

საფრანგეთში აქციაზე გამოსული სტუდენტები პოლიციამ დააჩოქა - დაკავებულია 146 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში აქციაზე გამოსული სტუდენტები პოლიციამ დააჩოქა - დაკავებულია 146 ადამიანი

საფრანგეთში პოლიციამ იველინის დეპარტამენტში, სასწავლო დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 146 ადამიანი დააკავა.

როგორც რადიოსადგური France Info იუწყება, დაკავება ქალაქ მანტ-ლა-ჟოლიში მას შემდეგ მოხდა, რაც სასწავლო დაწესებულებასთან ორ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

საფრანგეთის მასშტაბით, ახალგაზრდების საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სტუდენტები და მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებას ახდენენ. ისინი განათლების რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ართულებს შერჩევის პროცესს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას და ასევე, უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს ზრდის.