loader

ჯორჯ ბუში-უფროსი მისი მეუღლის და 3 წლის შვილის გვერდით დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯორჯ ბუში-უფროსი მისი მეუღლის და 3 წლის შვილის გვერდით დაკრძალეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჯიმ მაკგრატი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშის გვერდით ასევე განისვენებენ მისი მეუღლე ბარბარა ბუში და მათი შვილი რობინი, რომელიც 1953 წელს, სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო. შეგახსენებთ, რომ პანაშვიდი ვაშინგტონის კათედრალურ ტაძარში გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.