X
25 000 დაღუპული და მიწასთან გასწორებული ქალაქები - რა ხდებოდა სომხეთში ზუსტად 30 წლის წინ
14:55 / 07-12-2018
სომ­ხეთ­ში მომ­ხდა­რი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრი­დან 30 წელი გა­ვი­და. 1988 წელს, 7 დე­კემ­ბერს, სომ­ხე­თის ჩრდი­ლო­ე­თით 6.8 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრას 25 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

ეპი­ცენ­ტრთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სომ­ხე­თის ქა­ლა­ქი სპი­ტა­კი და კი­რო­ვა­კა­ნი (ახ­ლან­დე­ლი გი­უმ­რი) მი­წისძვრამ მი­წას­თან გა­ას­წო­რა. და­ღუ­პულ­თა შო­რის უამ­რა­ვი ბავ­შვი იყო, რად­გან მი­წისძვრა დი­ლით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 11:41 სა­ათ­ზე, იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში იყ­ვნენ, უფ­რო­სე­ბი კი - სამ­სა­ხურ­ში. ძლი­ე­რი ნგრე­ვის შე­დე­გად, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა.

მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­გეგ­მი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი გა­ა­უქ­მა და დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის­კენ გა­ემ­გზავ­რა.

შემ­დეგ დიდ­ხანს სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ გორ­ბა­ჩოვ­მა საბ­ჭო­თა ლი­დე­რის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას სომ­ხე­თის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის­თვის დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

ნახეთ სტატია Ambebi.ge-ზე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს