loader

პარიზის დღის ქრონიკა: აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების შედეგად დაშავდა 30, დაპატიმრებულია 724 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზის დღის ქრონიკა: აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების დაპირისპირების შედეგად დაშავდა 30, დაპატიმრებულია 724 ადამიანი

პარიზში დღევანდელი საპროტესტო აქციების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი პოლიციელია. საფრანგეთის შს სამინისტროს ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციების ფარგლებში 1000 ადამიანი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში, აქედან 724 პატიმრობაში რჩება. კერძოდ, პარიზში, სამართალდამცველებმა 536 ადამიანი დააპატიმრეს.

პარიზის ცენტრალური რაიონის სხვადასხვა ადგილებში მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

ფრანგული მედია ასევე ავრცელებს კადრებს, სადაც მანიფესტანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს, შანზ-ელიზეზე ასევე დაზიანდა რამდენიმე მაღაზია, თუმცა სამართალდამცველები აკონტროლებენ სიტუაციას.


ასევე დაგაინტერესებთ: კადრები პარიზიდან, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაპატიმრებულია 127 ადამიანი