loader

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისმა ბლოკმა, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

არჩევნებში სულ ხუთი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობდა. ფაშინიანის ბლოკი "ჩემი ნაბიჯი" პირობას დებს, რომ კორუფციის აღმოფხვრისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეკონომიკის რეფორმირებას დაიწყებს.