loader

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მინიმალური ხელფასის 100 ევროთი გაზრდას დაჰპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას მინიმალური ხელფასის 100 ევროთი გაზრდას დაჰპირდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მინიმალური ხელფასების გაზრდის და გადასახადების შემცირების პირობა მისცა. 12-წუთიან სატელევიზიო მიმართვაში მაკრონმა განაცხადა, რომ 2019 წელს მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. ამასთან, აღარ მოიმატებს საწვავის ფასი, დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისთვის გადასახადი არ გაიზრდება და გადაჭარბებული სამუშაოსთვის გადახდილი ხელფასი არ დაიბეგრება.

თუმცა, მისივე თქმით, მდიდრების გადასახადის პოლიტიკა არ შეიცვლება და მათი გადასახადები არ გაიზრდება, ვინაიდან ეს ქვეყანას შეასუსტებს. მაკრონმა ამის შესახებ გადაწყვეტილება საწვავის ფასების ზრდის გამო დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შესაჩერებლად მიიღო. სატელევიზიო მიმართვის გავრცელებამდე იგი პროფკავშირების, დამსაქმებელთა ორგანიზაციების და მთავრიბის წარმომადგენლებს შეხვდა.