loader

დემნა გვასალია აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერად დაასახელეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დემნა გვასალია აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერად დაასახელეს

მსოფლიო მასშტაბით პოპულარული ქართველი - დემნა გვასალია წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერია. "ბალენსიაგას" მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ბრიტანეთში, მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესოდ დაასახელეს. მასთან ერთად ამ ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ "გუჩის", "პრადას", "დიორის" და "ლუევეს" შემოქმედებითი ხელმძღვანელები.

ბრიტანეთში მოდის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე სულ 15 ნომინაციის გამარჯვებული გამოვლინდა. ცერემონია ლონდონში, "როიალ ალბერტ-ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას მეგან მარკლიც დაესწრო. სწორედ მან გამოავლინა წლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც პრინც ჰარის მეუღლის საქორწილო კაბის ავტორია.