loader

ტერაქტი სტრასბურგში: საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი, საშობაო ბაზრობებზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერაქტი სტრასბურგში: საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი, საშობაო ბაზრობებზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობასთან ახლოს, შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად მოკლულია სამი და დაჭრილია 12 ადამიანი. "ბი-ბი-სის" ცნობით, თავდასხმის შემდეგ იგი გაიქცა. მომხდარზე გამოძიება საფრანგეთის კონტრტერორისტულმა პროკურორმა დაიწყო. დაშავებულთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ექვსი კი მსუბუქადაა დაშავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდარის შემდეგ საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდა. ამასთან, გამკაცრდება უსაფრთხოების ზომები ყველა საშობაო ბაზრობის მიმდებარედ.