loader

ფრანგული პოლიციის პროფკავშირები ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვებით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანგული პოლიციის პროფკავშირები ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვებით იმუქრება

ფრანგული პოლიციის პროფკავშირები ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვებით იმუქრება. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ტელეკომპანია France 24-ის ცნობით, პროფკავშირები მთავრობისგან სამუშაო პირობების გაუჯობესებას და მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" დემონსტრაციებისას ზედმეტად შესრულებული "მილიონობით" სამუშაო საათის ანაზღაურებას ითხოვს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საპოტესტო გამოსვლებით იმუქრება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა ქვეყნის უსაფრთხოების ძალების მიერ გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებლად გამოსავლის პოვნის პირობა დადო. მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილების შეტანისა და სამართალდამცავებისთვის 300 ევროს ოდენობის ბონუსის გამოყოფის შესახებ ინიციატივა გააჟღერა.

შეგახსნებეთ, 17 ნოემბირდან დაწყებული "ყვითელი ჟლეტების" საყოველთაო საპროტესტო აქციებზე ქვეყნის მასშტაბით უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად ათასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი იყო მოლიზებული. საყოველთაო პროტესტი, მთავრობის მიერ დაანონსებული მთელი რიგი დაპირებების შემდეგ. საგრძნობლად შესუსტდა.