loader

ლონდონის გეთვიკის აეროპორტში საეჭვო დრონების გამოჩენის გამო, ყველა რეისი გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონის გეთვიკის აეროპორტში საეჭვო დრონების გამოჩენის გამო, ყველა რეისი გაუქმდა

ლონდონის გეთვიკის აეროპორტში ყველა ავირეისი გაუქმდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ამის მიზეზი აეროპორტის თავზე 2 დრონის გამოჩენა გახდა. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და საეჭვო დრონების საქმეს სწავლობენ. მანამდე კი აეროპორტიდან ყველა ფრენა გადაიდო, თვითმფრინავი რომლებიც გეთვიკში უნდა დამჯდარიყო, სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

რეისების გაუქმებისა და გადადების გამო დაზარალდა ათასობით მგზავრი. აეროპორტის ადმინისტრაცია ყველას, ვინც გეთვიკის აეროპორტიდან აპირებს გაფრენას, მოუწოდებს გადაამოწმონ მათი რეისების სტატუსი.