loader

როგორ გამოიყურება მარსზე მდებარე ყინულის გიგანტური კრატერი - ევროპის კოსმოსური სააგენტო ფოტოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მარსზე მდებარე ყინულის გიგანტური კრატერი - ევროპის კოსმოსური სააგენტო ფოტოს აქვეყნებს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე მდებარე კოროლიოვის კრატერის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო, რომელზეც პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 82 კილომეტრის რადიუსის მქონე კრატერია ასახული, კოსმოსში სპეციალური მისიით მყოფმა ხომალდმა, "მარს ექსპრესმა" გადაიღო. კოროლიოვის კრატერი 1,8 კილომეტრის სისქის ყინულით არის დაფარული. კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, მარსზე ადგილი აქვს მოვლენას, რომელსაც "სიცივის ხაფანგი" ჰქვია. კრატერის თავზე მოძრავი ჰაერი ცივდება, მძიმდება და მის ზედაპირს ეფინება, რითიც ყინულის საფარს მთელი წლის მანძილზე დადნობის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ეს მოვლენაა ასახული ხომალდის მიერ გადაღებულ ფოტოზე. „მარს ექსპრესი“ მარსის ორბიტაზე 2003 წლიდან იმყოფება. 25 დეკემბერს მისი სამეცნიერო მისიის დაწყებიდან 15 წელი შესრულდება.