loader

ტრაგედია ინდონეზიაში: ვულკანის ამოფრქვევამ ცუნამი გამოიწვია, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა, დაშავებულია 1000-ზე მეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ინდონეზიაში: ვულკანის ამოფრქვევამ ცუნამი გამოიწვია, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა, დაშავებულია 1000-ზე მეტი

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 280-ს გადააჭარბა, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

ცუნამი სუმატრასა და იავას კუნძულებზე ვულკან "ანაკ კრაკატაუს" ამოფრქვევამ გამოიწვია. სანაპირო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ.

"მეტეოროლოგების, კლიმატოლოგებისა და გეოფიზიკის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ სანაპიროზე ნებისმიერი ქმედებებისგან თავი შეიკავოს და სანაპირო ზოლს გაეცალოს," - განაცხადა ბუნებრივ კატასტროფათა მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ცუნამის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა განადგურდა. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება.

ვულკანი კრაკატაუ კვირას ამოიფრქვა.


ასევე დაგაინტერესებთ: დრამატული კადრები ინდონეზიიდან: ცუნამიმ სცენა და საკონცერტო დარბაზი ჩამოანგრია