loader

დონალდ ტრამპის პასუხი ბავშვს, რომელმაც უთხრა რომ სანტა კლაუსის სჯერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის პასუხი ბავშვს, რომელმაც უთხრა რომ სანტა კლაუსის სჯერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში "NORAD თვალს ადევნებს სანტას", რომლის ფარგლებში სპეციალურ საიტზე ინფორმაცია ვრცელდება გამოგონილ მარშრუტზე, რომლითაც სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსიდან მოფრინავს.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრ სახლში სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ ბავშვებისგან.

ერთ-ერთ ასეთ ზარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა.

"NORAD თვალს ადევნებს სანტას“ ტრადიცია აშშ-ში 1955 წელს გაჩნდა, როდესაც სავაჭრო ცენტრის რეკლამაში შეცდომით იყო მითითებული აშშ-ს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონტინენტალური სარდლობის (NORAD) ტელეფონის ნომერი, რომლითაც ბავშვებს სანტა-კლაუსისთვის შეეძლოთ დაერეკათ. მას შემდეგ სამხედროები ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ აქციაში და ბავშვებს უყვებიან სანტა-კლაუსის მოგზაურობის გამოგონილ მარშრუტზე.