loader

რუსეთში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა: "ნანგრევებიდან ამოყვანილებს შორის ერთი ბავშვია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა: "ნანგრევებიდან ამოყვანილებს შორის ერთი ბავშვია"

რუსეთში, ქალაქ მაგნიტოგორსკში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებისა და სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. 10 ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ТАСС რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანი ამოიყვანეს, ყველანი ცოცხალი არიან. ორი ადამიანი დაღუპულია. ნანგრევებიდან ამოყვანილებს შორის ერთი ბავშვია", - განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა.

რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურის განცხადებით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, ვინაიდან ნანგრევებში ხალხი იმყოფება და მაშველები განაგრძობენ მათ ამოყვანას.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 48 ბინა დაზიანდა, რომელშიც 110 ადამიანი ცხოვრობდა.