გამოქვეყნდა კადრები, როგორ მოკლეს ქუჩაში პოროშენკოს დაცვის წევრი - ეჭვმიტანილი უკრაინაში ცნობილი მოკრივეა
10:48 / 04-01-2019
Страна.ua-ს ინფორმაციით, ხმელიუკს საცხოვრებელ სახლთან მისვლისას სპორტულ ტანისამოსში ჩაცმულ მამაკაცთან, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, კონფლიქტი მოუვიდა. ხმელიუკი ადგილზე გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პოროშენკოს დაცვის თანამშრომელი არა დაცემით, არამედ თავში მიყენებული დარტყმის შედეგადაა გარდაცვლილი. თავდამსხმელი თავისი ნებით მივიდა პოლიციაში ადვოკატთან ერთად. ეჭვმიტანილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ კლავენ პოროშენკოს დაცვის თანამშრომელს. კადრში ჩანს დაახლოებით 4 ადამიანი, ვინც კონფლიქტში მონაწილეობს. მათგან მხოლოდ ცნობილი მოკრივეა იდენტიფიცირებული.