loader

ავსტრალიაში ცა წითლად შეიღება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიაში ცა წითლად შეიღება

ავსტრალიაში, კერძოდ, ახალი სამხრეთ უელსის შტატის ერთ-ერთ სოფელში მტვრიანი ქარის შედეგად, ცა წითლად შეიღება. ძლიერი შტორმის შედეგად ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მტვრიანი ქარის ამსახველი ვიდეოკადრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. მსგავსი მოვლენა ახალი სამხრეთ უელსის შტატში არაერთხელ მომხდარა, თუმცა, ადგილობრივების თქმით, მსგავსი ინტენსივობის მტვრიანი ქარი არასოდეს ყოფილა.