loader

არაბ თინეიჯერს, რომელმაც ისლამი უარყო და ოჯახს გაექცა, კანადამ თავშესაფარი მიანიჭა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არაბ თინეიჯერს, რომელმაც ისლამი უარყო და ოჯახს გაექცა, კანადამ თავშესაფარი მიანიჭა

არაბი თინეიჯერი, რომელმაც ისლამი უარყო და ოჯახს გაექცა, კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდის გადაწყვეტილებით, მას თავშესაფარი მიანიჭეს. აეროპორტში 18 წლის რაჰაფ ალ-ქუნუნს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქრისტია ფრილანდი და გულშემატკივრები დახვდნენ. კანადის პირველმა დიპლომატმა არაბ გოგონას „ძალიან მამაცი ახალი კანადელი“ უწოდა.

18 წლის გოგონა ოჯახს გასულ კვირას გაექცა, იგი ტაილანდის გავლით ავსტრალიაში აპირებდა გაფრენას, თუმცა, ბანგკოკის აეროპორტში ტაილანდის შესაბამისმა უწყებებმა მისი სამშობლოში დეპორტაცია სცადეს. გოგონას საქმეში ჩაერთო გაეროც და მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. გოგონა ამბობს, რომ მას საუდის არაბეთში დაბრუნების შემთხვევაში მოკვლა ემუქრება, ვინაიდან მან ისლამი უარყო.