loader

დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება, თუ იგი სირიაში ქურთულ ძალებს დაესხმება თავს. ამის შესახებ ტრამპმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა. ამასთან, მისივე თქმით, მას არ სურს, რომ ქურთებმა თურქეთის პროვოცირება მოახდინონ.

შეგახსენებთ, აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიის ჩრდილოეთით ქურთ მებრძოლებთან ერთად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. ოფიციალური ანკარა ქურთების მოძრაობას ტერორისტულს უწოდებს და მათი განადგურების პირობას დებს, რასაც ამერიკა ეწინააღმდეგება.