პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი, საქველმოქმედო შოუს დროს, პირდაპირ სცენაზე დაჭრეს
11:08 / 14-01-2019
53 წლის პაველ ადამოვიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას 5 საათის განმავლობაში უკეთებდნენ ოპერაციას. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 27 წლის მამაკაცი, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა, დააკავეს.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი ყვიროდა, რომ იგი წინა მთავრობამ, რომელიც ადამოვიჩის მხარდამჭერია, უსამართლოდ ჩასვა ციხეში. სავარაუდოდ, თავდასხმის მოტივიც ეს გახდა.