loader

ბურგერები, კარტოფილი ფრი და პიცა - როგორ გაუმასპინძლდა დონალდ ტრამპი სპორტსმენებს თეთრ სახლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბურგერები, კარტოფილი ფრი და პიცა - როგორ გაუმასპინძლდა დონალდ ტრამპი სპორტსმენებს თეთრ სახლში

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული წვეულებისთვის ე.წ. ფასთ-ფუდი შეუკვეთა. ამის მიზეზი დაფინანსების არარსებობის გამო აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეწყვეტა გახდა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, ე.წ. შათდაუნის გამო თეთრ სახლში სამზარეულოს პერსონალის ნაკლებობაა, რის გამოც ვახშამი ვერ მოამზადეს. ტრამპმა წვეულება კოლეჯის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულებისთვის გამართა. ღონისძიებაზე დამსწრეებს დაახლოებით 300 ბურგერით, კარტოფილი ფრითა და პიცით გაუმასპინძლდნენ.

"შათდაუნის გამო ამერიკული ფასთ-ფუდი შევუკვეთე, რომლის თანხაც მე გადავიხადე", - განუცხადა რეპორტიორებს დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, შათდაუნის გამო ფედერალურ მთავრობას მუშაობა ნაწილობრივ უკვე 24-ე დღეა შეჩერებული აქვს. აღნიშნულის გამო დაახლოებით 800 000 საჯარო მოხელე დაზარალდა, მათ შორის, თეთრი სახლის პერსონალიც, რომელთა ნაწილიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ტრამპი აცხადებს, რომ იგი არ დაამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს მანამ, ვიდრე კონგრესში მექსიკის საზღვარზე მიგრანტებისგან დამცავი კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ დათანხმდებიან.