loader

ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბრექსითის შესახებ შეთანხმებას: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა ასე არასოდეს დამარცხებულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბრექსითის შესახებ შეთანხმებას: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა ასე არასოდეს დამარცხებულა

ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ბრექსითის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხმა 202-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 432 წევრი წავიდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი ჩამორჩენით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში მთავრობა არასოდეს დამარცხებულა.

კენჭისყრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირებას მოახდენს, მისი კაბინეტი მზად არის, ამ საკითხის განხილვა და კენჭისყრა ხვალვე ჩაატაროს. ოპოზიციური "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ჯერემი კორბინმა კენჭისყრის შედეგებს მთავრობის კატასტროფული მარცხი უწოდა და ტერეზა მეის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა წამოიწყო.

თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, კონსერვატორები ორი კვირის განმავლობაში უმრავლესობის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცდებიან, წარუმატებლობის შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ახლა "კონსერვატორებისა" და "ლეიბორისტების" რეიტინგები დაახლოებით ერთ ნიშნულზე, 36-41 პროცენტის დიაპაზონში მერყეობს.