loader

როგორ გამორბის სიკვდილს გადარჩენილი ხალხი სასტუმროდან, სადაც 11 ადამიანი მოკლეს - დრამატული კადრები ნაირობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამორბის სიკვდილს გადარჩენილი ხალხი სასტუმროდან, სადაც 11 ადამიანი მოკლეს - დრამატული კადრები ნაირობიდან

ევა­კუ­ა­ცია კე­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­დან ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ის­ლა­მის­ტმა ექ­სტრე­მის­ტებ­მა სას­ტუმ­რო­ზე შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს და სულ მცი­რე, 11 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლეს.

გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ერთი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა.

ნა­ი­რო­ბი­ში, სას­ტუმ­რო კომ­პლექსზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ტე­რაქ­ტია ქვე­ყა­ნა­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, სას­ტუმ­რო­დან კე­ნი­ე­ლე­ბი და უცხო­ე­ლე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ად­გილ­ზე კი პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

CNN-ის წყა­რო სას­ტუმ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან იუ­წყე­ბა, რომ მსხვერ­პლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

თავ­დამ­სხმე­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის პარ­კინგზე აა­მოქ­მე­დეს, შემ­დეგ კი ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა სას­ტუმ­როს ჰოლ­ში თავი აი­ფეთ­ქა. თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სო­მა­ლი­ში მოქ­მედ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ალ შა­ბა­აბ­მა" აიღო.