loader

დიდთოვლობა გერმანიასა და ავსტრიაში: ათასობით ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდთოვლობა გერმანიასა და ავსტრიაში: ათასობით ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა

გერმანიასა და ავსტრიაში დიდთოვლობის გამო ათასობით ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა. ავსტრიის ზალცბურგის მხარეში დაახლოებით 40 000 ადგილობრივი და ტურისტი გადაადგილებას ვერ ახერხებს. გზების ნაწილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ბოლო დღეებში ტემპერატურის მატებისა და წვიმის გამო არაერთ ადგილას ზვავის ჩამოწოლის საფრთხეა.

ბოლო მონაცემებით, ექსტრემალური ამინდის გამო ალპებში ორი მოთხილამურე დაიღუპა. მათ შორის ერთი ჩეხი ინსტრუქტორი ავსტრიის ალპებში, ხოლო 20 წლის შვედი მოთხილამურე შვეიცარიაში ზვავს ემსხვერპლა. გადაუღებელი თოვის შედეგად ავსტრიაში, შვეიცარიასა და გერმანიის სამხრეთ რეგიონების ცალკეულ რაიონებში თოვლის საფარმა 3 მეტრს მიაღწია.