loader

საბედისწერო კადრი - როგორ ხტება მამაკაცი ცეცხლმოკიდებული შენობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბედისწერო კადრი - როგორ ხტება მამაკაცი ცეცხლმოკიდებული შენობიდან

ორი ადამიანი გარდაიცვალა და 14 დაშავდა ფართომასშტაბიანი ხანძრის შედეგად საფრანგეთის ალპებში მდებარე კურორტ კურშეველში. ამის შესახებ "ფრანსპრესი" იუწყება. ხანძარი გამთენიისას დაიწყო. სამსართულიანი სასტუმროს შენობიდან 60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა შორის უცხოელებიც იყვნენ. მეხანძრეებმა გარდაცვლილის ცხედარი შენობის დამწვარ ნაწილში იპოვეს. ოთხმა ადამიანმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რომელთაგან სამი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხანძარი გამთენიისას, 5 საათზე დაიწყო. ხალხი გადარჩენის მიზნით ფანჯრებიდან ხტებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხანძარს 70 მეხანძრე აქრობდა. მსოფლიო მედიამ აიტაცა კადრი სადაც ჩანს, როგორ ხტება მამაკაცი ცეცხლმოკიდებული შენობიდან, საბედნიეროდ მამაკაცი გადარჩა.