ესპანეთში უკვე 9 დღეა 100-მეტრიანი ჭაბურღილიდან 2 წლის ბავშვის ამოყვანას ცდილობენ
11:17 / 22-01-2019
ჭაბურღილი 100 მეტრის სიმაღლისაა, რის გამოც ბავშვის ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ინჟინრების გადაწყვეტილებით, ჭაბურღილის ფსკერამდე მიღწევას მიწის გამოთხრით ცდილობენ. 53 მეტრი უკვე გათხარეს. სამაშველო სამუშაოებში ესპანელი მაშველებისა და ინჟინრების გარდა, იმ შვედური კომპანიის სპეციალისტებიც მონაწილეობენ, რომლებმაც დაახლოებით 7 წლის წინ ჩილეში მაღაროში ჩარჩენილი 33 ადამიანი ამოიყვანეს.
სამწუხაროდ, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, ცოცხალია თუ ბავშვი.