loader

დონალდ ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა - მოსახლეობა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპმა ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი აღიარა - მოსახლეობა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს ქვეყნის პრეზიდენტად აღიარებს. ამის შესახებ "თეთრი სახლის" ლიდერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც თავად გუაიდომ თავი ვენესუელის მოქმედ ლიდერად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მოსახლეობა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის და მას ქვეყნის ეკონომიკურ განადგურებაში ადანაშაულებს. ჰიპერინფლაცია და ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა მთავარი ფაქტორები გახდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ვენესუელის ქუჩებში გამოვიდა. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, ტრამპის გარდა, ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ბრაზილიამ, კოლუმბიამ და პერუმაც აღიარა. თავად ნიკოლას მადურომ ტრამპის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი აშშ-სთან ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს და ამერიკელ დიპლომატებს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად.