loader

რა ეტაპზეა ესპანეთში 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის სამაშველო ოპერაცია - მცირეწლოვანი 13 იანვარს ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ეტაპზეა ესპანეთში 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის სამაშველო ოპერაცია - მცირეწლოვანი 13 იანვარს ჩავარდა

ესპანეთში 2 წლის ბავშვის სამაშველო ოპერაცია ბოლო ეტაპზეა. 13 იანვარს 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდნილი მცირეწლოვნის ადგილამდე მისაღწევად ძალიან მცირე სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი. მაღაროელებმა ჭაბურღილის პარალელურად გათხარეს მიწა, ახლა კი ჭაბურღილის ფსკერამდე ცდილობენ მიღწევას.

როგორც სამაშველო ჯგუფის წევრები აცხადებენ, საბოლოო სამუშაოები ფრთხილად არის შესასრულებელი, რაც შეანელებს პროცესს, ვინაიდან ნიადაგი არის რთული.

მცირეწლოვანი ესპანეთის სამხრეთ რეგიონში 25 სანტიმეტრის სიგანის ჭაბურღილში 13 იანვარს მაშინ ჩავარდა, როდესაც იგი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. ცოცხალია თუ არა მცირეწლოვანი, ჯერ უცნობია.