ანტალიას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს - კადრები კურორტიდან
ანტალიის პროვინციას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თურქეთის დასავლეთით მდებარე რეგიონში ქარიშხლის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი დაახლოებით ათია. ასევე, დაკარგულია ერთი ადამიანი.
როგორც ცნობილია, სტუდენტი გოგონა თავის დედასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ავტომობილი წყალმა წაიღო. დედა გადარჩა, ხოლო გოგონა დაკარგულია. ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა შენობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ავტომობილები.