loader

კადრებში ჩანს, როგორ გადაურა ქარიშხალმა ანტალიის აეროპორტს - დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ გადაურა ქარიშხალმა ანტალიის აეროპორტს - დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი

ქარიშხლის შედეგად, ანტალიის აეროპორტში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ანტალიის პროვინციის გუბერნატორმა მიუნირ ქარალოღლუმ განაცხადა.

"აეროპორტის ტერიტორიაზე ავტობუსი და მიკროავტობუსი გადატრიალდა. ასევე დაზიანებულია ორი თვითმფრინავი და საპოლიციო ვერტმფრენი. 12 ადამიანი დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება", - განაცხადა გუბერნატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აეროპორტი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.


ასევე დაგაინტერესებთ: ანტალიას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს - კადრები კურორტიდან