loader

იტალიის ერთ-ერთ ბანკში თანამშრომლებს შინაური ცხოველების სამსახურში მიყვანის ნება დართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის ერთ-ერთ ბანკში თანამშრომლებს შინაური ცხოველების სამსახურში მიყვანის ნება დართეს

მილანში მდებარე ბანკის, Unicredit-ის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა პროექტი "ძაღლები სამსახურში". ექსპერიმენტის ფარგლებში ოფისის თანამშრომლებს ნება დართეს, თავიანთი შინაური ცხოველები სამსახურში მიეყვანათ. ბანკის შენობის მეოთხე სართულზე მოაწყვეს სპეციალური ოთახი, სადაც თანამშრომლებს თავიანთ ძაღლებთან ერთად მუშაობა შეეძლებათ. ადგილი აღჭურვილია ცხოველისთვის ყველა საჭირო ინვენტარით.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხფეხა მეგობრების პატრონები ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მუშაობის პირობები საკმაოდ მკაცრია. ცხოველთა მფლობელები ვალდებულნი არიან, აკონტროლონ, რომ ძაღლები მუდმივად საბელზე იყვნენ, არ მიუახლოვდნენ სასადილო ოთახს, ტუალეტს და შეხვედრების ოთახს. ასევე, მათთვის გათვალისწინებულია ცალკე ლიფტი, რათა ალერგიულ და ცხოველებზე ფობიურად შეშინებულ ადამიანებს პრობლემა არ შეექმნათ.

პროექტის მთავარი იდეაა კოლექტივში შეამციროს სტრესი და სამუშაო გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს. გარდა ამისა, აამაღლოს მუშაობის პროდუქტიულობა და სოციალიზაცია. ბანკის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ თანამშრომლები პროექტს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ამჟამად ბანკის 35 თანამშრომელი, რომლებსაც ძაღლი ჰყავთ, უკვე სტუმრობენ სპეციალურად გამოყოფილ ოთახებს, ხოლო ასამდე კოლეგა თავის რიგს ელოდება.

ცნობილია, რომ მსგავსი ექსპერიმენტი კომპანია Purina-ს შენობაშიც ჩატარდა, რომლებიც ცხოველების საკვებს აწარმოებენ.