სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, როგორ ჩამოხსნა მამაკაცმა გალერეაში ძვირად ღირებული ექსპონატი და თან წაიღო - რუსეთის შსს კადრებს ავრცელებს
15:14 / 29-01-2019
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეტიაკოვის გალერეაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ მივიდა მამაკაცი ერთ-ერთ გამოფენილ ექსპონატთან, მოხსნა ის და გალერეიდან გავიდა.
ნახატს 31 წლის მამაკაცის სახლში მიაგნეს. "ნახატის ქურდი" თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.