loader

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა.

მისივე თქმით, თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება. ნიკოლას მადურომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დაცვის კარგი სამსახური აქვს, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ "მას უფალი იცავს". "ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის მაფიას ჩემი მოკვლა დაავალა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი" - აღნიშნა მადურომ. ნიკოლას მადურომ ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დაიკავა.